II. პროექტის იდია: ჩარლი ჩაპლინის ბიოგრაფიის გაცნობა.
III. პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ დამოუკიდებლად მოიპოვონ მასალები ჩარლი ჩაპლინის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. გადმოგვცენ საკუთარი ემოციები და შთაბეჭდილებები კონკრეტული საკითხის გარშემო ინგლისურ ენაზე. გამოუმუშავდებათ : კვლევითი, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარი. მოახერხონ მათ მიერ შექმნილი პროდუქტის დამაჯერებლად პრეზენტირება.ასაკი: 15 წელი.
IV. მოსწავლეთა ასაკი: 15 წელი.
V. შესრულებლის ვადა: 1 კვირა.
VI. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ეცნობიან ჩარლი ჩაპლინის ბიოგრაფიას. მოკლედ აკონკრეტებენ სათქმელს, იყენებენ ციტატებს ჩარლი ჩაპლინის ბიოგრაფიიდან. გამოხატავენ თავიანთ სუბიექტურ დამოკიდებულებას კონკრეტული თემის მიმართ და უჩნდებათ ინტერესი შეისწავლონ ცნობილი მსახიობების შემოქმედებითი გზა.პროექტის დასასრულს მოეწყობა პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე.
VII. საჭირო რესურსები: მე – 10 კლასის სახელმძღვანელო,დაფა, ცარცი, პროექტორი, ელექტრონული პროგრამები, წიგნი, ჩარლი ჩაპლინის ბიოგრაფია.
VIII. პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებში მოტივაციის შესაქმნელად ვყურობთ ფილმიდან ნაწყვეტებს. კლასი დაყოფილია 4 ჯგუფად. თითეული ჯგუფი ირჩევს ლიდერს, რომელიც წარმოაჩენს ნამუშევრებს დამსწრე საზოგადოების წინაშე. პრეზენტაციის დრო წინასწარ არის განსაზღვრული. გამოკვეთილია მომხსენებლის მიზანი კონკრეტული თემის ირგვლივ. მასწავლებელი ასრულებს დამკვირვებლისა და გეზის მიმცემის როლს.
IX. აქტივობები: 1)ფილმის ჩვენება.
2)კითხვა – პასუხი.
ა)რა მასალა მოვიძიეთ ჩარლი ჩაპლინის ცხოვრებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის შესახებ.
ბ)რატომ ჩარლი. (პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშვალება არის სიცილის თერაპია.)
3)განსაზღვრულია რეგლამენტი.
4)შეფასება. როგორც ინდივიდუალურად აგრეთვე ჯგუფურად.
X. პროექტის ხელმძღვანელი: მაკა სამხარადძე .
XI. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: asamxaradze@gmail.com
XII პროექტის ვებ – გვერდი/ ბლოგი:. http://asamxaradze.blogspot.com/